21 ნოემბერი 2024,   19:12
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა" - ჯგუფი "მგზავრები" განცხადებას ავრცელებს

ზღვის უბნის პარკში კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ჯგუფი "მგზავრები" განცხადებას ავრცელებს:

“მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის , თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი.

სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე,"- აღნიშNულია განცხადებაში. 

დღის ამბები