მე-5 თაობის ინტერნეტს საქართველოში ამჯერად "მაგთიკომი" დანერგავს. კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად, მეორედ ჩატარებულ აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად "მაგთიკომი“ გამოცხადდა.
აღნიშნული ლოტის საფასურმა ჯამში 48 802 257 ლარი შეადგინა და ოპერატორს 700 მჰც და 3410-3710მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიენიჭა. „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების კომისიაში განაცხადი ასევე შეიტანა ცალკემდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში, რომელთა აუქციონიც 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. ახალ ტექნოლოგიას ქვეყანაში გასული წლის აუქციონის გამარჯვებულთან, "სელფი მობაილთან" ერთად უკვე "მაგთიკომიც" დანერგავს.