23 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მორიგი სკანდალური ბრალდება P Diddy-ის წინააღმდეგ, მუსიკოსს ბრალი ედება ქალის გაუპატიურებაში, რომელმაც მას 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა - BBC ახალი საქმის დეტალებზე

მორიგი სკანდალური ბრალდება P Diddy-ის წინააღმდეგ. ამჯერად მას ბრალი ედება ქალის გაუპატიურებაში, რომელმაც ჩათვალა, რომ 2Pac-ის მკვლელობაში P Diddy-ი იყო გარეული - BBC მორიგი მსხვერპლის სარჩელზე დაყრდნობით, გაუპატიურების საქმის ახალ დეტალებს ავრცელებს.

სარჩელში, რომელიც შონ კომბსის წინააღმდეგ, კალიფორნიის სასამართლოში, ეშლი პარემმა შეიტანა, ასევე ნათქვამია, რომ P Diddy მას ცივი იარაღით - დანით, ემუქრებოდა.

P Diddy-ს მხრიდან ჯერჯერობით აღნიშნულ ბრალდებას გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა ის ამ დრომდე თანმიმდევრულად უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ, საკმაოდ დიდი ოდენობით ისევ გროვდება.

ცოტა ხნით ადრე, მუსიკოსმა ასევე უარყო მისი მონაწილეობა 1996 წელს, ლას-ვეგასში მომხდარ სროლასთან, რომლის შედეგადაც რეპერი თუფაქ შაკური - იგივე 2Pac დაიღუპა.

2Pac-ის მკვლელობის საქმე არ გახსნილა, თუმცა ბანდის ყოფილი წევრი დუეინ დევისი მკვლელობაში შარშან დაადანაშაულეს. დევისი, რომლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები 2025 წლის მარტში დაიწყება, ამტკიცებდა, რომ შონ კომბსმა მას 2Pac-ის მკვლელობისთვის 1 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა.

Sean

სასამართლოს დოკუმენტაციებში, მორიგი მსხვერპლი ეშლი პარემი ამტკიცებს, რომ კომბსის ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წელს ბარში ერთ-ერთი მისი მეგობარი გაიცნო.

მეგობარი მამაკაცი ცდილობდა გარშემომყოფებზე შთაბეჭდილება მოეხდინა P Diddy-სთან განხორციელებული ვიდეოზარის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა სავარაუდო მსხვერპლს არ სურდა, ვინაიდან ის მუსიკოსს თუფაქ შაკურის მკვლელობაში პასუხისმგებელ პირად მიაჩნდა.

როგორც ეშლი პარემი ჰყვება, მუსიკოსმა მისი კომენტარი მოისმინა და განაცხადა "ის ამისთვის პასუხს აგებს". დაახლოებით 1 თვის შემდეგ, მეგობარმა მამაკაცმა ეშლი პარემს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა და საკუთარ სახლში მიიპატიჟა, რა დროსაც მოულოდნელად მას ადგილზე მეგობრის მაგივრად, მუსიკოსი P Diddy დახვდა. ქალის ჩვენების მიხედვით, "მუსიკოსი მას მიუახლოვდა, დანით დაემუქრა და დაპირდა, რომ შურისძიების მოტივით "გლაზგოს ღიმილს" გაუკეთებდა". "შემდეგ, მისტერ კომბსმა მას ტანსაცმელი შემოახია და ტელევიზორის პულტის გამოყენებით გააუპატიურა" - აღნიშნულ დეტალებს BBC ქალის ჩვენებებზე დაყრდნობით წერს.

სარჩელის მიხედვით, გაუპატიურებისას ქალს მუსიკოსმა უთხრა, რომ თუ ის მოინდომებს, ეშლის ცხოვრება დასრულდება.

ეშლი პარემის ჩვენებების მიხედვით, ამის შემდეგ მას რამდენიმე ადამიანი აუპატიურებდა "სანამ არ დაკარგა კონტროლი მის სხეულზე და მოძრაობა შეეზღუდა".

ეშლი პარემის განცხადებით, მოგვიანებით მან გაქცევა სცადა, თუმცა კვლავ შონ კომბსს "შეეჩეხა". მუსიკოსმა მას თანხა იმის სანაცვლოდ შესთავაზა, რომ განეცხადებინა თითქოს და გაუპატიურება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ მომხდარა. ქალი დახმარების სათხოვნელად მეზობლებისკენ გაიქცა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს. მეზობლებმა კი ამ ხმაურზე პოლიციაში დარეკეს.

ეშლი პარემის თქმით, პოლიციას განუცხადა, რომ გახდა ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი P Diddy-ისა და მისი მეგობრების მხრიდან, თუმცა მის განცხადებებს სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მომხდარიდან 3 კვირის შემდეგ ქალი საავადმყოფოში მოხვდა, საავადმყოფოს პერსონალმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა ეშლი პარემის ახლანდელი ჩვენებით, არც ერთ მის განცხადებაზე გამოძიება არ დაწყებულა.

ეშლი პარემმა ფი დიდდისა და მისი 6 მეგობარი მამაკაცის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სექსუალური თავდასხმის, გაუპატიურების, ფიზიკურ ძალადობის, თავისუფლების შეზღუდვის და გატაცების ბრალდებით, ქალი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოითხოვს.

ეშლი პარემის სარჩელი ერთ-ერთი ბოლოა, რომელიც P Diddy-ს წინააღმდეგ ბოლოს 1 წლის განმავლობაში იქნა შეტანილი. ორშაბათს ბრალდებულთა სიას კიდევ 6 ახალი საქმე დაემატა, მათ შორის, 16 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმეზე, რომელზეც მუსიკოსმა მის სასახლეში ერთ-ერთი წვეულების დროს იძალადა.

ბრალდებებს მუსიკოსის ადვოკატები გამოეხმაურნენ და BBC-ის განუცხადეს, რომ P Diddy-ს "არასდროს არ უძალადია სექსუალურად არც ზრდასრულებზე, არც არასრულწლოვნებზე, არც ქალებზე და არც მამაკაცებზეც". ბრალდებულის ადვოკატები აღნიშნულ სარჩელებს საზოგადოების ყურადღების მოზიდვის მცდელობას უწოდებენ.

ამ დროისთვის, ბრალდებული მუსიკოსი 2025 წლის 5 მაისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ელოდება.

 

ნახეთ ასევე: რა არის ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ - სასამართლო საქმის მიმდინარეობის ქრონოლოგია

P Diddy-ის ასობით ბრალდებას შორის არის 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმეც - რა ახალი დეტალები გაასაჯაროვა ადვოკატმა

დღის ამბები