21 ნოემბერი 2024,   19:11
ვრცლად
ინდოელმა მამაკაცმა 25 გრამიანი სარეცხი მანქანა შექმნა, რომელსაც გარეცხვა, გავლება და გაწურვა შეუძლია [ვიდეო]

ინდოელმა Sebin Saji-მ მსოფლიოში ყველაზე პატარა, ფუნქციური სარეცხის მანქანა შექმნა. პაწაწინა დანადგარი სულ რაღაც 25 გრამს იწონის და მისი პარამეტრებია 1.28 x 1.32 x 1.52 ინჩი (დაახლოებით, 3-დან 4 სანტიმეტრამდე).

ამ გამოგონებით, ინდოელი მამაკაცი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. რეკორდის დასამყარებლად, გამოგონების ავტორს უნდა ეჩვენებინა, რომ მისი მანქანა სრულყოფილად ფუნქციონირებს და შეუძლია როგორც სარეცხის გარეცხვა, ისე გავლება და გაწურვა.

პაწაწინა სარეცხის მანქანამ ეს გამოცდა მშვენივრად ჩააბარა და მისი შემქმნელის გინესის რეკორდების წიგნში შეყვანა უზრუნველყო.

წყარო: guinnessworldrecords.com

დღის ამბები