დღეს, დედამიწას სახლის ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება, რომელსაც კიდევ ორი უფრო მცირე ზომის ციური სხეული მოჰყვება. ისინი დედამიწას მცირე მანძილზე ჩაუვლიან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ, სამი ასტეროიდის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, რომელთაგან უახლოესი დედამიწიდან 192000 მილის მანძილზე გაივლის — 48 000 მილი უფრო ახლოს, ვიდრე დედამიწის თანამგზავრი მთვარე მდებარეობს.
ასტეროიდების ზომამ და სიახლოვემ, ასტრონომებს შეიძლება უნიკალური კვლევის შესაძლებლობა მისცეს, რადგან ისინი თავდაცვის სისტემის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც დედამიწას ასტეროიდებისგან დაიცავს.