21 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველზე - შეიძლება ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაც რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ, წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ

 

ამ ხალხსაც კი ჰყავს მხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ ჰყავთ, რომელთა ნაწილს მართლაც ჰგონიათ, შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაც რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 26 ოქტომბერს, ხალხი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობით აირჩევს, რათა აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, ასევე, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისთვის იყოს საკონსტიტუციო მზაობა, აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა და ქართველი ხალხის „გადაგდება“ არ ეპატიოს სალომე ზურაბიშვილს.

26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი, საკონსტიტუციო უმრავლესობით აგვირჩევს იმისათვის, რომ: პირველი - აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ და სხვა აგენტურული პარტიები საქართველოში. იმისათვის, რომ გვქონდეს საკონსტიტუციო მზაობა, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისათვის. იმისათვის, რომ კონსტიტუციის დონეზე ავკრძალოთ ლგბტ პროპაგანდა და გადავარჩინოთ ქართველი ერი გადაგვარებისგან. იმისათვის, რომ კონსტიტუციით გავაძლიეროთ ეკლესიის და სარწმუნოების როლი. იმისათვის, რომ არ ვაპატიოთ მათ ერთ-ერთ, აგენტურული ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სალომე ზურაბიშვილს, ქართველი ამომრჩევლის და ხალხის გადაგდება - პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. და ბოლოს, იმისათვის, რომ გაცილებით უკეთესად, გაცილებით კარგ პირობებში იცხოვროს თითოეულმა ქართველმა მშვიდობიან ქვეყანაში და მხოლოდ ამ გზით გავერთიანდეთ დიდი ევროპულ ოჯახში.“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას.

დღის ამბები