24 ნოემბერი 2024,   01:13
ვრცლად
მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას - თუ ვინმემ იცის ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც - ეს ხალხი ხართ თქვენ

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მეგრელები და სვანები არიან ის ხალხი, ვისაც ეროვნული ღირებულებებისთვის ბრძოლა სისხლში აქვს გამჯდარი.

მისივე თქმით, ამ კუთხის წარმომადგენლებმა კარგად იციან მშვიდობის ფასიც, რის აღსაქმელადაც, ბოლო ათეული წლები საკმარისი იყო. შესაბამისად, მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ გადამწყვეტ არჩევნებში მოსახლეობამ სწორედ იმ ძალას დაუჭიროს მხარი, რომელიც მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობისთვის იბრძვის.

„უდიდესი პატივისცემით მივესალმები, გამორჩეულ, გამჭრიახ, უნიჭიერეს და პატრიოტ ქართველებს. ამ ორი ულამაზესი, უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარის შვილებს.

მივესალმები ჩვენს დელეგატებს, ბატონებს: დავით კოდუას, ილია ინჯიას, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძეს; ჩვენს სვან ძმებს „ხალხის ძალიდან“ - მივესალმები ბატონ სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს.

თუ ვინმემ იცის, ჩემო მეგობრებო, ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, ეს სწორედ მეგრელი და სვანი კაცი და ქალია. თუ ვინმეს მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის - ეს ხალხი ხართ თქვენ სწორედ და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად. შესაბამისად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნებში გადამწყვეტ უთანასწორო არჩევნებსა და ბრძოლაში, მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არა ვინმე სხვას.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები