21 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ადიგენის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის სოფლების - არალისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.

“განსაკუთრებული ემოციაა ჩემთვის ჩემს სოფელში ჩემს თანასოფლელებთან შეხვედრა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, აქ მაქვს გატარებული ბავშვობის საუკეთესო წლები და ბევრი ტკბილი მოგონება სწორედ მას უკავშირდება. მინდა ვუთხრა ჩემს უდელებს და არლელებს, რომ მათი მხარდაჭერა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება,“- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

 

დღის ამბები