21 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
“კონსტიტუცია რომ არ იცის და არღვევს ეს გასაგებია, არავინ ეკითხება მას არც მართვას ქვეყნისას და არც მთავრობის წარდგენას“ - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის დასახელებას არჩევნებამდე გეგმავს. საკითხს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა ურთიერთბრალდებების თემაა, ახლა ზურაბიშვილის ულტიმატუმიც მოჰყვა. პრეზიდენტი, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, თავად ოპოზიცია კი მისივე დაწერილი ქარტიის პუნქტების უგულებელყოფაზე მიუთითებს, პარტიებისგან ითხოვს დაადასტურონ თითოეული პუნქტის ერთგულება ან, ხელმოწერა უკან წაიღონ.

ქარტიაში კი წერია, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, მხოლოდ ხალხის მანდატის მოპოვების შემდეგ უნდა მოხდეს. ვის მოიაზრებს სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში ჯერჯერობით უცნობია.

საკითხს ეხმაურება მმართველი გუნდი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალაში“ ამბობენ, რომ მსგავსი გამოსვლებით პრეზიდენტი უცხოური ძალების ინტერესებს აჟღერებს.

“კონსტიტუცია რომ არ იცის და არღვევს ეს გასაგებია, არავინ ეკითხება მას არც მართვას ქვეყნისას და არც მთავრობის წარდგენას, მაგრამ მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ის ადასტურებს, რომ ის აჟღერებს უცხოური ძალების ინტერესებს, რომ არჩევნებამდე და ხალხის გადაწყვეტილებამდე ისე, რომ არ აინტერესებთ ხალხის ნება უნდათ, რომ რაღაც კოალიციური ე.წ. მთავრობა ჩამოაყალიბონ. კარგია, ასეთი გამოსვლები, რაც მეტი ექნებათ ზურაბიშვილს და ოპოზიცია მერე კვერს დაუკრავს, მით უფრო აიწევს ჩვენი და დაიწევს ოპოზიციის რეიტინგი,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები