21 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
“ჩვენი ჰიმნის დროს რომ ალბანელები ყმუოდნენ, ეს მხოლოდ მათ დონეზე მეტყველებს, ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ იგივე არ გააკეთონ“ - ლაშა დვალი

ერთი დღე მატჩამდე - საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ ალბანეთს, საშინაო მოედანზე დაუპირისპირდება. “მიხეილ მესხის სტადიონზე,“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, “ჯვაროსნები“ კი ისევ გამარჯვებისთვის და მორიგი 3 ქულის მოსაპოვებლად ემზადებიან.

შემადგენლობა ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მოედანზე იქნება ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც უკრაინასთან დაპირისპირების მეორე ნახევარში ტრავმა მიიღო. ხვალინდელ თამაშს, გამოტოვებს გიორგი ქოჩორაშვილი, რომლის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლიც ალბანეთის ნაკრებს პირველ შეხვედრაში კარგად ახსოვს. ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა მიმართა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“წინა თამაში 2 დღის წინ იყო. ახლა უკვე ხვალ თამაში გვაქვს. ვიტყოდი, რომ იგივე კონდიციებშია მოწინააღმდეგე გუნდიც. რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები, დღესაც ვარჯიში გვაქვს. დაახლოებით 24 საათზე მეტი დროა დაჩენილი მატჩამდე და ვფიქრობ, რომ მზად ვართ თამაშისთვის.

ის ფაქტი, რომ ჩვენი ჰიმნის დროს რომ ალბანელები ყმუოდნენ, ეს მხოლოდ მათ ღირებულებებზე და მათ დონეზე მეტყველებს. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ იგივე არ გააკეთონ და მაქსიმალურად გვიგულშემატკივრონ 90 წუთის განმავლობაში,“ - აღნიშნა ლაშა დვალმა.

დღის ამბები