21 ნოემბერი 2024,   19:08
ვრცლად
პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თამარის დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, თამარის დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. აჩიკო ბერიძემ ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობას. ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება დელეგატმა.


“მშვიდობა, რომლის შენარჩუნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია და რომლის ფასიც ყველაზე მეტად საკუთარ ქვეყანაში დევნილმა მოსახლეობამ იცის, სწორედ ამიტომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს წარმატების და მშვიდობის შენარჩუნებას,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

დღის ამბები