21 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
დიდი ომის მზარდი საფრთხე - ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

დიდი ომის მზარდი საფრთხე - ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ისრაელი ბეირუთზე იერიშებს განაგრძობს, არ წყდება ოპერაციები ღაზაშიც. ცახალი ამტკიცებს, რომ ყოველდღიურად ჰამასისა და ჰეზბოლას დაჯგუფების მებრძოლებს ანეიტრალებს. თუმცა, ამ ფონზე მსხვერპლი იზრდება მშვიდობიან მოსახლეობაში. ისმის ისრაელის მიმართ კრიტიკა, გაეროს მისიაზე თავდასხმისთვის.

ამასთან, სამიზნეა თავად ისრაელიც. მხოლოდ დღეს ქვეყნის მიმართულებით, ლიბანიდან 30-მდე რაკეტა გაუშვეს. რკინის გუმბათი მუშაობს, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები ცხელ წერტილში - ახლა მსოფლიო ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ თავდაცვის და უსაფრთხოების ძალები. თელ -ავივში ომის მართვის ცენტრში, ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა ქვეყნის ჩრდილოეთში დაძაბულ ვითარებას. ტერორისტული დაჯგუფება ჰესბოლა საჰაერო დარტყმებს ახორციელებდა ისრაელის ჩრდილო დასახლებულ პუნქტებზე.

ახლა ყველა, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ელოდება ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

დღის ამბები