21 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
რუსთავში ახალი, UEFA-ს სტანდარტების სტადიონი და საფეხბურთო ბაზა აშენდება

"ქართული ოცნების" წევრი ლექსო დალაქიშვილი, რუსთავში, ახალი "უეფას" სტადნიონის მშენებლობაზე საუბრობს:

"მე მინდა ჩვენს რუსთაველებს ვუთხრა და ჩავაყენო საქმის კურსში - ერთია რომ გვაქვს სპორტის სასახლე, რაგბის სტადიონი, რამდენიმე ლოკაცია, სადაც საინტერესო სპორტის სახეობებია, მაგრამ ახლა რაც ჩვენ ვერ მოვასწარით და ავხსნით ამას რაც ვერ მოვასწარით, აუცილებლად დავაბრუნოთ ფეხბურთი რუსთავში. რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურა - ეს არის სტადიონის რეაბილიტაცია, სპეციალისტები უკვე ჩართულები არიან, ვმუშაობთ აქტიურად ფედერაციასთან, რომ მიიღოს სტადიონმა ისეთი სტანდარტი, რომელიც "უეფას" სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 

შესაბამისად, ეს ნაგებობა რომელიც გვაქვს, დასანგრევია და ახალი სტადიონია ასაშენებელი. ვიღებთ რეკომენდაციებს. 

ფაქტობრივად, თავიდან ვიფიქრეთ, რომ ამის რეაბილიტაციას მარტივად მოვახდენდით, მაგრამ ის სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს და საერთაშორისო და ახალგაზრდული ნაკრების მასპინძლობას ვერ შეძლებს.

შესაბამისად, უფრო მდგრადად არის გასავითარებელი ეს საკითხი. ასევე, იმ სტადიონზე სადაც ახლა ვარჯიშობენ ბავშვები, როდესაც რეაბილიტაციაზე გადავალთ, ბავშვები უნდა გადავიყვანოთ და მივცეთ სხვა სივრცე. მთავრობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დაახლოებით, 3-4 მილიონის პროექტი განხორციელდება 21-ე მიკრო რაიონში, სადაც აშენდება ტექნიკური ბაზა. სანაკრებო ბაზის გვერდზე ჩვენ გვაქვს ერთი ტექნიკური ბაზა 21-ე მიკრო რაიონში, რომელიც ფედერაციის საკუთრებაა და იქ ასაკობრივი ნაკრებები გადიან მომზადებას. მაგრამ ჩვენ გვინდა ცალკე რუსთაველი ბავშვებისთვის და რუსთავის კლუბისთვის ტექნიკური ბაზის მშენებლობა, რითაც ყველა ისარგებლებს და სადაც  ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იქნება. 

ჩვენს ქალაქში, ყველა სფეროში აუცილებლად განვახორციელებთ ძალიან საინტერესო პროექტებს ( გეგმაშია თეატრის რეაბილიტაცია),"- განაცხადა ლექსო დალაქიშვილმა. 

 

დღის ამბები