21 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"გახარიას მცდელობა აქვს, მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარისა და შანტაჟის გზით" - კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და მას პერსონალურ მუქარად და შანტაჟად მიიჩნევს. კახა ბექაური აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში მსგავსი დიქტატორული მანერით საუბარი არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსისგან მოუსმენია,
თუმცა მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არასოდეს მოუხდენია.

გახარიამ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მის პარტიას უფასო სატელევიზიო რეკლამაზე წვდომას უზღუდავს და კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს მიმართა, რომ მსგავსი უკანონობისთვის სამომავლოდ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება.

"გახარიას მცდელობა აქვს, მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. ეს არ არის ის გზა, რომელიც სასურველ შედეგს მიაღებინებს. გახარიას მსგავსი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები ჩემს ცხოვრებაში მრავლად შემხვედრიან, მათ შორის წინა ხელისუფლებაშიც. გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს," - აცხადებს ბექაური.

დღის ამბები