21 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"არ გამიკვირდება, რომ ბოლო ორ კვირაში, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბს პირადად ამერიკის ელჩმა უხელმძღვანელოს" - ლადო ბოჟაძე

"ქართული ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული Facebook ბანერების თემა შეაფასა და აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბს პირადად ამერიკის ელჩმა უხელმძღვანელოს."

მისივე თქმით, მსგავსი ღია ჩარევა და გავლენის მოხდენის მცდელობა შედეგებზე, არცერთ წინა არჩევნებზე არ ყოფილა.

"მე არ გამიკვირდება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბს პირადად ამერიკის ელჩმა უხელმძღვანელოს, ან "ახალის" შტაბს ევროკავშირის ელჩმა, რადგან ასეთი ღია ჩარევა, ასეთი ღია მცდელობა, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ამომრჩევლის განწყობაზე, არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა, დამეთანხმებით. იგივე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით - იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი შრომის შედეგად, 2017 წელს მოვიპოვეთ ეს პრივილეგია, - არც 2018-ში, არც 2020-ში არავის უხსენებია, რომ "თუ გააყალბებთ ამას ვიზამთ". რატომ დადგა ეს საკითხი დღეს?

როდესაც ცოცხლად ტარდებოდა არჩევნების პროცესი და გვაბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას, აღმოჩნდა, რომ USAID-ის დაფინანსებულმა "სამართლიანმა არჩევნებმა" გააყალბა პარალელური დათვლა და ოპოზიციას სალაპარაკო მისცა, თითქოს რატომ არ უნდოდათ პარლამენტში შემოსვლა იმდენი თვის განმავლობაში. ახლა, როცა ამომრჩევლების 90% ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას, როცა თავად ამერიკული კომპანიაა პასუხისმგებელი ამ ტექნოლოგიების მართვაზე, საერთაშორისო აუდიტი და სრულიად გამორიცხულია, რომ ერთი ხმაც კი გაყალბდეს და ერთი ამომრჩევლის ხმაც კი არ იყოს ასახული. ახლა რატომ დგას ეს თითქოსდა არჩევნების გაყალბების საფრთხე, რას ემსახურება ეს განცხადებები?!

გასაგებია, რომ დემოკრატიაში ოპოზიციურ პარტიებს არ აუქმებენ, მაგრამ რატომ არის გერმანიაში გაუქმებული ოპოზიციური პარტიები? ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოებში? დემოკრატიაში პრეზიდენტობის კანდიდატსაც არ ესვრიან ორჯერ, დემოკრატიაში არ არის სიკვდილით დასჯა, მაგრამ ამერიკაში დღემდე არის.

ასეთი განცხადებები რომ ჩვენმა საელჩომ გაავრცელოს, ან ჩვენმა საელჩომ მოუწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ათეულობით ათასნი არიან ამერიკის ტერიტორიაზე, რომ 5 ნოემბრის მერე მოსალოდნელია დიდი მასების დაძვრა ვაშინგტონში ან ნიუ-იორკში და ყურადღებით იყავითო, ამას როგორ მიიღებს ან ამერიკის სახელმწიფო, ან ამერიკის მოქალაქეები?!" - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

დღის ამბები