21 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
გიორგი ვოლსკი: მორიგი სამარცხვინო შეტევა საქართველოზე - განცხადების ავტორი ესტონელი პარლამენტარი ერიკ კროსია, აგვისტოს ომის წინა პერიოდში სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე, ევროპარლამენტარ ერიკ კროსის მიერ მომზადებული განცხადების გამოქვეყნებას აფასებს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, განცხადება მორიგი სამარცხვინო შეტევაა საქართველოს წინააღმდეგ, თავად ერიკ კროსი კი 2008 წლის ომის წინა პერიოდში სააკაშვილის მრჩეველი იყო.

“მორიგი სამარცხვინო შეტევა საქართველოზე. განცხადების ავტორი ესტონელი პარლამენტარი ერიკ კროსია, აგვისტოს ომის წინა პერიოდში სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.” - წერს გიორგი ვოლსკი.

ერიკ კროსის მომზადებულ განცხადებაში გაკრიტიკებულია საქართველო და აღნიშნულია, რომ ცესკო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის. აღნიშნულ განცხადებას, ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი.

დღის ამბები