21 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
მიხეილ ჯავახიშვილი: ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მშვიდობით, ღირსებით, ეკლესიის მხარში დგომით გაიყვანოს სამშვიდობოზე

ჩვენ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, ერთად დგომა, ეს ყველაფერი ერთიანობით, - ამის შესახებ ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი, მიხეილ ჯავახიშვილი საუბრობს. განცხადება მან "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე გააკეთა.

"მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მშვიდობით, ღირსებით, ერთად დგომით, კულტურის დაცვით, ეკლესიის მხარში დგომით გაიყვანოს სამშვიდობოზე და დიდი გამარჯვების გზაზე," - აცხადებს მიხეილ ჯავახიშვილი.

ცოტა ხნის წინ, თბილისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა. მმართველი ძალის მომხრეებისთვის განკუთვნილ ოფისი პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების ლიდერებმა გახსნეს, შტაბში მივიდნენ ოცნების მხარდამჭერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები