ახლო აღმოსავლეთში ცოტა ხნის წინ ვითარება უკიდურესად გამწვავდა. ისრაელში კვლავ ისმის აფეთქებები ხმა. მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები. ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში.
ჯერჯერობით, დეტალები ცნობილი არ არის, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ამ წუთებში, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც შეერთებული შტატები ისრაელს სამხედრო დახმარებას ჰპირდება. თავის მხრივ თელ-ავივი აცხადებს, რომ თეირანის თავდასხმას ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
ყველაფერი კი ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაციით დაიწყო, რომელიც ირანის პროქსი ძალების ჰეზბოლას წინააღმდეგ არის მიმართული.
სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელმა ჰეზბოლას მეთაურები გაანადგურა, მათ შორის ჰასან ნასრალა, რასაც ირანის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. დღეს თეირანი აცხადებს, რომ ისრაელს უკვე გასცა სათანადო პასუხი.
ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა" კორპუსმაც, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.