22 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
გიორგი ამილახვარი რუსთავის ახლად რეაბილიტირებულ მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქალაქ რუსთავის ახლად რეაბილიტირებულ მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

მინისტრთან ერთად, სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელთა რეაბილიტაცია, ჯამში, 12 მილიონ ლარამდე დაჯდა.

პროექტის ფარგლებში, სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა.

 

დღის ამბები