21 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
სომხეთის პრემიერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა, სომეხ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.

დღის ამბები