22 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ლაშა ბექაური იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) იასპარეზებს.

ოლიმპიადის მეოთხე დღე საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა.

24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა. ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო და ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს მის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალია.

დღის ამბები