ხანდაზმული თაღლითები სიძე-ცოლისძმა ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან, საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს სამართლიანობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
"ხანდაზმული თაღლითები სიძე-ცოლისძმა ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან, საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ.
ანუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა საერთაშორისო არენაზე საქართველოს სასამართლოს სამართლიანობა. უფრო მეტიც, ამ ძუნწ-კაჟაია ბულავებს საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ $650 ათასი გადახდა დააკისრა.
ხომ ნათლად ხედავთ, რას უკეთებდნენ ეს მეხუთე კოლონის წარმომადგენელი თაღლითები საქართველოს სახელმწიფოს და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ატყავებდნენ და ატყავებენ ეს წუპაკი-მამაძაღლები საკუთარი ბანკით უბრალო მოქალაქეებს!
საინტერესოა, რა გზას დაადგებიან ახლა ხალხის ბედზე "დაუღალავად მოფიქრალ- მზრუნველი" ლელოელი ორი ანა - ნაცვლიშვილი, დოლიძე. უსუფაშვილი...
დაუკარით! საარჩევნოდ უელექტორატო თაღლით "ლელოელების” ქორწილია." - წერს გვენეტაძე.