დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან სავარაუდოდ დებატებს გამართავს. რესპუბლიკელი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკულ ტელეკომპანიებში, რომლებიც საპრეზიდენტო დებატებს მართავენ, ფორმატთან დაკავშირებულ პრობლემებს წააწყდა. მიუხედავად ამისა რესპუბლიკელების კანდიდატი დებატებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
"სავარაუდოდ დებატებით დავასრულებ, დებატები იქამდე უნდა შედგეს, ვიდრე ხმების დათვლა დაიწყება. როდესაც ბაიდენთა, მეორე ძალიან წარმატებული დებატი მქონდა, ის დავამარცხე, თუმცა ამომრჩევლებს ხმების 30-40% უკვე მიცემული ჰქონდათ. ამიტომ თუ დებატის ჩატარებას აპირებ ეს ხმების დათვლამდე უნდა გააკეთო. "ეი ბი სი" არ მომწონს, ვფიქრობ საშინელი ორგანიზაციაა. არ მომწონს, რომ გამდიდრება სურთ.
პასუხია დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ. მაგრამ შემიძლია მოვიყვანო არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ეს არ გავაკეთო. ყალბი ამბების წახალისება არ მიყვარს, ისინი ამ დებატებიდან ათეულობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. დებატების წინააღმდეგი არ ვარ. შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის დებატები ჩავატაროთ. როდესაც დებატებში მონაწილეობა მთხოვდნენ არ ეგონათ, რომ დავთანხმდებოდი," - აცხადებს დონალდ ტრამპი.