ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმესაათიანმა წვიმამ სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ნაკვეთები დატბორა.
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ოცამდე სახლი დააზიანა. შენობებს სახურავები აქვს გადახდილი. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები.