საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7160 ლარი ეღირება, ევრო – 2.9469 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4979 ლარი.
25 ივლისს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7152 ლარი ღირდა, ევრო – 2.9446 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5045 ლარი.