გერმანელმა სამართალდამცველებმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაგეგმილი სავარაუდო ტერაქტი აღკვეთეს. ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტული აქტი ბერლინში, პოლიციამ მის განხორციელებამდე, EURO 2024-ის ფინალურ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გამოააშკარავა.
სამართალდამცველებმა ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც გაჩნდა შიში თავდასხმის შესახებ ბერლინის პარკში, სადაც ინგლისის ნაკრების ათასობით ფანი იყო შეკრებილი.
გერმანიის სპეცრაზმმა 3 ეჭვმიტანილი, ბერლინის ახლომდებარედ, პოტსდამის მიდამოებში, რეიდის შედეგად დააკავა.