ძლიერი წვიმის გამო, შავღელეზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ეცერის მიმდებარედ, მიწის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
როგორც "რუსთავი 2-ს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, "ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა მალე აღდგება".