UEFA-მ ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა, სადაც საქართველოს ნაკრები სამ ნომინაციაშია დასახელებული.
"ოქროს ბუცის" მფლობელი გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ბომბარდირების რიცხვშია, მასთან ერთად საპატიო ტიტული მიიღო კიდევ ხუთმა ფეხბურთელმა, მათ შორის არიან ინგლისელი ჰარი კეინი და ესპანელი დანი ოლმო.
UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი, 29 მოგერიება გიორგი მამარდაშვილს აქვს. კიდევ ერთი ნომინაცია, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა ნახსენები, დებიუტანტი ნაკრების მერვედფინალურ ეტაპზე გასვლას ეხება.