გიორგი გაბიტაშვილი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად აირჩია. გენერალური პროკურორის მოადგილის კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება.
არჩევანი საბჭოს წევრებმა, დღეს, 3 კანდიდატს შორის გააკეთეს.
"კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა მიიღო ყველაზე მეტი - 11 ხმა, რაც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე მერია. შესაბამისად, დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, გამარჯვებულ კანდიდატად ცხადდება ბატონი გიორგი გაბიტაშვილი და ამ კანდიდატს საპროკურორო საბჭო, შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა.
გაბიტაშვილის გარდა, წარდგენილები იყვნენ დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი. მანამდე, სამივე მათგანი, საბჭოს წევრებმა 7 კანდიდატს შორის, გასაუბრების შედეგად, გუშინ ფარული კენჭისყრით აირჩიეს.