22 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
კრაკოვის ისტორიული სასახლის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა

კრაკოვის ისტორიული სასახლის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კონტრაქტორი პოლონური კომპანია "ო-ლილეს" ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალს, რომელშიც ქართული ღვინის 20-მდე კომპანია მონაწილეობდა, ათასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის მწარმოებლები, იმპორტიორები, ჟურნალისტები და ბლოგერები. ღონისძიება ქართველი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა. 

დღის ამბები