22 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა და ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა და ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
 
გამოძიების ინფორმაციით. ბრალდებული, კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტიდან, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გაცვლას, სხვადასხვა ვალუტაში, რის შედეგადაც, საკომისიოს სახით იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს. 
 
ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა, ასევე კომპიუტერული ტექნიკა.

დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები