22 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის პირობების შესაქმნელად" - ვიქტორ ორბანი

"ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ მოვედი პრეზიდენტ სისთან შესახვედრად პეკინში, ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან, სულ რაღაც, ორი თვის შემდეგ," - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანის ჩინეთში ვიზიტს წინ უძღოდა მისი ვიზიტი უკრაინასა და რუსეთში, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ორბანმა განაცხადა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ მოულოდნელ შეხვედრებს გამართავს.

 

დღის ამბები