22 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, 2 ივლისს კიევში იმყოფებოდა. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაზე და რუსეთ უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე იყო საუბარი.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტი იყო კიევში.

დღის ამბები