25 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
არავისთან არ ვერთიანდებით, არჩევნებზე ჩვენი პარტიული ნომრით და პროგრამით გავდივართ - ბექა ლილუაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტია საარჩევნოდ არავისთან გაერთიანებას არ აპირებს, განსაკუთრებით კი - "ნაციონალურ მოძრაობასთან":

"ოპოზიციის ნაწილი რაღაც გაერთიანებაზე, ცენტრის ფორმირებასა და საერთო სიაზე საუბრობს, განსაკუთრებით კი - რადიკალური "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით, ამ არჩევნებზე გავდივართ ჩვენი პარტიული ნომრით და პროგრამით. სხვა მხრივ კი, ღიად ვართ, ვისაც ამის სურვილი ექნება ვითანამშრომლებთ," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ამ წუთებში, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს - საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ლევან ხაბეიშვილი წარადგინეს

დღის ამბები