სოფელ დისველში, ავიაკატასტროფის ადგილას, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ადგილზეა თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი.
ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა რამდენიმე საათის წინ, გეგმური სწავლების დროს განიცადა. დაღუპულია პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.