25 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
30 გვერდიან დასკვნაში დეტალურად არის განმარტებული ყველა პუნქტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, ისევე როგორც ეუთოს პრინციპებთან - თეონა აქუბარდია ეუთო/ოდირის დასკვნაზე

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს - ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ეუთო/ოდირი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და გადადგან ნაბიჯები, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

ეუთო/ოდირის დასკვნა ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ კანონი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

"30 გვერდიან დასკვნაში დეტალურად არის განმარტებული ყველა ის პუნქტი და მუხლი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, ისევე როგორც ეუთოს პრინციპებთან. გრძელდება სამართლებრივი ბრძოლა ამ კანონის გასაუქმებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო/ოდირის ვრცელი დასკვნა ამ კანონზე იქნება საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ვენეციის კომისიის დასკვნასთან ერთად, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოსთან, რომ გავაგრძელოთ ჩვენ სამართლებრივ ჭრილში ბრძოლა ამ კანონის გასაუქმებლად," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები