სომხეთის დედაქალაქ ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის 134 მონაწილე დააკავეს.
ერევანში, თითქმის ერთი კვირაა, რესპუბლიკის მოედანზე, სომხეთის მთავრობის შენობასთან, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის და აზერბაიჯანისთვის გარკვეული სასაზღვრო ტერიტორიის გადაცემის პროცესის შეჩერების მოთხოვნით აქციები იმართება.
საპროტესტო მოძრაობას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.