25 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
"ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, მაგრამ ბურთი საქართველოს მხარესაა", - გერტ იან კოოპმანი

თბილისში გამართულ შეხვედრებს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოოპმანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"შეხვედრები გრძელდება. განვიხილავთ ცხრა ნაბიჯის წინსვლის აუცილებლობას და "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტს. ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, მაგრამ ბურთი საქართველოს მხარესაა", - წერს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორი.

დღის ამბები