25 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ - არასამთავრობო სექტორის ერთობლივი განცხადება

არასამთავრობო სექტორი ისევ აპროტესტებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ერთობლივი განცხადება, ცოტა ხნის წინ, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გაკეთდა. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ შეეწინააღმდეგებიან კანონის მეორე მოსმენით მიღებას. ითქვა, რომ ისინი დღეს საღამოს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

„დღეს ხელისუფლება, ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად, მორიგ ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორედ მოსმენას პლენარულზე გეგმავს. ამიტომ ჩვენ, ამ ქვეყნის საზოგადოების წევრები და მოქალაქეები შევეწინააღმდეგებით კანონის მეორე მოსმენით მიღების მცდელობას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონით კონსტიტუციის ღალატი და ევროკავშირზე უარის თქმა არასდროს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, კვლავ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ხალხის წინაშე და კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ. და ბოლოს, მოვუწოდებთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 19:00 საათზე,“ - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

დღის ამბები