ახლო აღმოსავლეთში, ქალაქ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის, არიან ბავშვები და ქალები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters "ჰამასის" მიერ მართულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისრაელმა რაჰაფში სამ საცხოვრებელ სახლს დაარტყა, შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დღეს "ჰამასის" დელეგაციას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხზე ეგვიპტეში ელოდებიან. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთშიც.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე ბლინკენი გააგრძელებს ზეწოლას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რომელიც ვაშინგტონს სულ მცირე ექვსი კვირით სურს რომ გაგრძელდეს.