25 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

დოკუმენტის, რომლის ავტორებად რამდენიმე ევროპარლამენტარია მითითებული, მათ შორის, მირიამ ლექსმანი, მაიკლ გელერი, დევიდ მაკალისტერი და ანდრიუს კუბილიუსი, სამოტივაციო ნაწილში წერია: "კანონპროექტი მოდელირებულია მსგავსი კანონიდან, რომელიც 2012 წელს მიიღო რუსეთმა, ცოტა ხსნის წინ კი ყირგიზეთმა და აფხაზეთმა".

ევროპარლამენტის საბოლოო რეზოლუციის პროექტში, რომელსაც დღეს უნდა ეყაროს კენჭი, დოკუმენტის ეს ჩანაწერი გაზიარებული არ არის.

დღის ამბები