25 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის

მკაცრ რეზოლუციას საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის. "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" ხელახლა წარდგენისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობა" - ასეთი სათაური აქვს დოკუმენტს, რომელზე ხმის მიცემის პროცესიც დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს სადავო კანონპროექტს, რადგან ის აწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ამასთან აღნიშნულია, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს. ჩანაწერის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ რეზონანსული ინიციატივა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს არ შეუშლის.

დღის ამბები