25 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
პრემიერის ინფორმაციით, თბილისში 70 000 ადამიანზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სტადიონი აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. პრემიერის თქმით, ეს იქნება უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონი როგორც ფეხბურთისთვის, ისე რაგბისთვის.

"გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც სწორედ სპორტს, კონკრეტულად კი - ფეხბურთს და რაგბის უკავშირდება. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე. იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი - მოგეხსენებათ, ასეთი სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები და ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზეც კიდევ უფრო მეტად აისახება. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია,"-განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები