25 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

ოპოზიციონერ დეპუტატ, სალომე სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო.

შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს რამდენჯერმე მისცა გაფრთხილება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემისთვის საშუალება მიეცა.

სალომე სამადაშვილმა გააპროტესტა შს  მინისტრის განცხადება, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას.

თინა ბოკუჩავასა და სალომე სამადაშვილის პროტესტი სწორედ სიტყვა ძალადობის გამოყენებას მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო თინა ბოკუჩავამაც.

დღის ამბები