ავღანეთში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა. დაიღუპა 33 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.
უხვი ნალექის გამო, სოფლებში ნათესები და სახლები დაიტბორა. განადგურებულია ასობით შენობა.
საერთო ჯამში, ზიანი ქვეყნის 34 პროვინციას მიადგა. ვარაუდობენ, რომ უხვი ნალექი ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.