25 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე - ომბუდსმენი

პარლამენტში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა უკვე 2 საათია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისას, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სხდომაზე დასწრების საშუალება ყველა მედია საშუალებას არ ეძლევა, რაზეც, სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომას ყველა ის მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრება, ვინც წინასწარ დასწრების სურვილი გამოთქვა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანის შეფასებით, ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება გააშუქოს დღევანდელი საკომიტეტო განხილვა.

"მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები," - წერს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები