25 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი იმყოფება. ისინი აპროტესტებენ კანონპროექტს "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ. მათი მოთხოვნაა პარლამენტმა არ განიხილოს აღნიშნული კანონპროექტი.

მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

დღის ამბები