შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან სოფელ გორაკამდე დაგეგმილია გზის ორ კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება.
სამუშაოების ღირებულება ჯამში მილიონ 100 ათასი ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.