25 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 35 იერიში 3 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში "შაჰედის" ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულები არიან ხარკოვსა და ლუგანსკშიც.

ძლიერი აფეთქებები იყო მარიუპოლში. რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 35 იერიში 3 მიმართულებით მოიგერიეს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა მობილიზაციის კანონპროექტს, რომელიც სამხედრო აღრიცხვის წესებს, ასევე იმ პირების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ლიეტუვა უკრაინას ენერგოსისტემის აღდგენაში დაეხმარება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინას 138 მილიონი დოლარის კრიტიკული საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებისთვის დაეხმარება.

დღის ამბები