25 ნოემბერი 2024,   15:15
ვრცლად
თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ყველასთვის მუდმივი ვალდებულებაა - გერმანიის ელჩი

დღეს ვიხსენებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და დაზარალდნენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომელიც დღეს 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და იტანჯებოდნენ დამოუკიდებლობისთვის და სიმშვიდისთვის. ეს მოხდა გერმანიაში ბერლინის კედლის დანგრევამდე ნახევარი წლით ადრე. ასე რომ, თქვენ იბრძოდით დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის ისე, როგორც ჩვენ ამას გერმანიაში ვაკეთებდით. თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ყველასთვის მუდმივი ვალდებულებაა, - აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები